ინფორმაცია მოვაჭრისშესახებ:
მომსახურების წესებიდა პირობები
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს. ვებ-გვერდის www.om.ge-ს ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენი მომსახურების პირობებზე.
წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმება შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და კომპანიის პოლიტიკის ცვლილების შესაბამისად. შპს „ომჯი“-ი უფლებამოსილია ასეთი ცვლილება განახორციელოს ცალმხრივად, მომხმარებლის თანხმობის გარეშე. წინამდებარე დოკუმენტში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ აისახება www.om.ge -ზე.
ყველა ქვემოთხსენებული პირობა არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობის წესებსა და პირობებს.
ჩვენ შესახებ.
Om.ge არის აუთლეტ ონლაინ მაღაზია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ამავე ვებ გვერდის საშუალებით შეიძინოს საიტზე წარმოდგენილი ორიგინალი პროდუქცია და მიიღოს შესაბამისი მომსახურება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, om.ge -ზე განთავსებული პროდუქციის ნაწილი ხელმისაწვდომია შპს „ომჯი“-ის ფიზიკურ შოურუმშიც, შესაბამისად, თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი, რომელიც თქვენს სამომხმარებლო კალათაში/ჩანთაში აღმოჩნდება, შესყიდვის ოპერაციის განხორციელებამდე არ არის დაზღვეული რისკისგან, რომ ვებ გვერდზე სხვა დარეგისტრირებული ან/და ფიზიკურ მაღაზიაში ადგილზე მისული მომხმარებელი არ დაგასწრებთ და არ შეიძენს ამავე ნივთს. იმ შემთხვევაში, თუ სხვა მომხმარებელმა დაგასწროთ და შეიძინა თქვენს სამომხმარებლო კალათაში/ჩანთაში არსებული პროდუქცია, მაგრამ ვებ გვერდზე ამ პროდუქტის შესყიდვა მაინც განახორციელეთ, om.ge გადახდილ თანხას უკან დაგიბრუნებთ იმ ანგარიშზე, რომელი ანგარიშიდანაც ჩამოგეჭრათ თანხა.
იმ შემთხვევაში, თუ ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია არასწორია, რაც გამოწვეულია ტექნიკური ან სისტემური შეცდომით (მაგ.: არასწორად მითითებული ღირებულება ან სხვ.), კომპანიას უფლება აქვს უარი გითხრათ შეკვეთაზე. ეს უფლება ძალაშია მაშინაც, როცა გადახდა უკვე განხორციელებულია. კომპანიის მიერ შეკვეთაზე უარის თქმის შემთხვევაში, om.ge გადახდილ თანხას უკან დაგიბრუნებთ იმ ანგარიშზე, რომელი ანგარიშიდანაც ჩამოგეჭრათ თანხა.
om.ge-ზერეგისტრაციისასსავალდებულო ველებისშევსება
საიტიდან პროდუქციის შეძენა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში, მათ შორის დღესასწაულებზე.
როგორ შეგიძლიათშეიძინოთ პროდუქცია www.om.ge-ზე?
საიტიდან პროდუქტის შესაძენად საჭიროა, ჯერ დარეგისტრირდეთ საიტზე, სადაც მიუთითებთ om.ge-ის მიერ მოთხოვნილ თქვენი პირადი მონაცემებს და მისამართს. აუცილებელია სავალდებულო ველების შევსება.
პროდუქციის ღირებულების ბარათით გადახდის შემთხვევაში მონაცემები უნდა შეიყვანოთ ბანკის გვერდზე, რომელზეც om.ge-ის გადაყავხართ შესყიდვის დროს.
om.ge-ზე შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით, მომხმარებლის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე.
მიწოდებისსაფასური
როგორ ხდებაშეძენილი ნივთისგადაცვლა/დაბრუნება?
წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიზანია გაცნობოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს შპს „ომჯი“ www.om.ge-ის ვებგვერდზე რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემებს და როგორ უზრუნველყოფს მათი კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვას.
შპს „ომჯი“-ი ამუშავებს www.OM.ge-ზე რეგისტრირებული მომხმარებლების შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, საცხოვრებელი მისამართი, შესყიდვის ისტორია, შესყიდული პროდუქციის ღირებულებას.
აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია მომხმარებლის მიერ www.OM.ge-ზე განხორციელებული შეკვეთების მიღება, დამუშავება, საკურიერო სერვისის გამოყენებით შეკვეთილი პროდუქციის მომხმარებლისთვის ჩაბარება ან/და უკან დაბრუნება, გადახდების და თანხის უკან დაბრუნების (მათ შორის, ნაწილობრივი უკუგატარების) დამუშავება, მომსახურების გაწევისთვის საჭირო აღჭურვილობისა და მასალების მომხმარებლისთვის მიწოდება, მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევების ან/და რეპორტების.
შპს „ომ“-ის მხრიდან მიღებულია შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რათა დაცული იყოს მისი კონტროლის ქვეშ არსებული პერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, არასწორი გამოყენებისა და გამჟღავნებისგან, არაუფლებამოსილი მოდიფიცირების, უკანონო განადგურების ან შემთხვევითი დაკარგვისგან. ყველა მონაცემი დაცულია უსაფრთხოების დონით, რაც საშუალებას აძლევს ხელი შეუწყოს მონაცემთა მთლიანობას და კონფიდენციალობას. მკაცრად კონტროლდება პერსონალური მონაცემებზე წვდომა და მხოლოდ ავტორიზებული პერსონალს აქვს დაშვება მომხმარებელთა მონაცემებზე, რასაც მინიმუმამდე დაყავს შესაძლო რისკები. კომპანია ახორციელებს რეგულარულ მონიტორინგს პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით. მომხმარებლის პერსონალური მონაცემები არ იქნება გამჟღავნებული მესამე პირებისთვის მომხმარებლის წინასწარი ნებართვის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
გასათვალისწინებელია, რომ შპს „ომჯი“-ი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
წინამდებარე მონაცემთადაცვის პოლიტიკაზემომხმარებლის თანხმობასავალდებულია www.om.ge-ზე რეგისტრაციისას.